პროკურორი - 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგონას გარდაცვალებაში

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, საგარეჯოში მოკლული, 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას იძულებით ქორწინების ორგანიზატორი დედა იყო, რადგან სწორედ დედის გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია.

მისივე შეფასებით, დედა არის ის პირი, რომელსაც უშუალო წვრილი მიუძღვის შემდგომ უკვე გოგონას გარდაცვალებაში.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ, როგორც გარდაცვლილი გოგონას დედის, ასევე ბიძის მიმართ მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ასეთი მოთხოვნა სასამართლოს მიმართ უკვე გვქონდა. თავდაპირველად როგორც ბიძის, ასევე დედის მიმართ ჩვენ მოვითხოვეთ დაკავების ღონისძიებაზე შესაბამისი განჩინების გაცემა, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ ასეთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ბრალდების მხარემ პოზიცია არ შეიცვალა და დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე კვლავ დაასაბუთებს იმ საფუძვლებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმრობაში. ბრალდების მხარე წარადგენს ყველა ფაქტს და მტკიცებულებას, იმ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმარი. რადგან დედა ფაქტობრივად იყო, ასე ვთქვათ, დანაშაულის ორგანიზატორი. მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ დედა არის ის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის უკვე შემდგომ გოგონას გარდაცვალებაში.

სასამართლოს არგუმენტაციაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, თუმცა ასე ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამ ეტაპისთვის არ იყო ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების იმ ხარისხის საფრთხეები, რომ დედა დაგვეკავებინა. რაც შეეხება ბრალდებულთა წრის გაფართოებას, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ კი დადგინდება სხვა პირების ბრალეულობა, აუცილებლად ბრალდების მხარე კანონის გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს.

რადგან ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ არასრულწლოვანს შეეხება მოცემული სისხლის სამართლის საქმე, დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შესაბამისად შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისგან მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა“, - განაცხადა ხატია გოგრიჭიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება