ნუგზარ წიკლაური - ხაბეიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, საკუთარ თავს არ ეკუთვნის

თუ გსურს, „ქართული ოცნება“ დაამარცხო, რომლის არაფორმალური მმართველი ივანიშვილია, ამას ვერ მოახერხებ შენივე არაფორმალური მმართველობით - უსამართლობა უსამართლობით, ვერ დამარცხდება, ვერც ფული დამარცხდება ფულით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის რიგებში დემოკრატიული მმართველობა იყოს.

წიკლაურის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ ეკუთვნის საკუთარ თავს - „ის ასრულებს კონკრეტულ დირექტივებს“.

„რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა, მიუთითებს იმაზე, რომ აქაც მოხდა სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფების მიერ არაფორმალური მართვა. თუნდაც გუშინდელი ვიზიტი კვიპროსზე, (გასაგებია ვისთანაც) კარგად მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელი მმართველობა დაშორდა ხალხს, ამომრჩეველს, პოლიტიკურ საბჭოს და იმ ადამიანებს, ვინც შექმნა ამ პარტიის ისტორია და ახლა პარტიის დირექტივებს ერთი ადამიანისგან იღებს. ამის გამოსწორება გვინდა.

თუ არაფორმალური მმართველის დიქტატს დაექვემდებარები, მაშინ ამით არაფერი შეიცვლება. ყველასთვის ცნობილია, რომ ლევან ხაბეიშვილი კონკრეტული მხარდაჭერის გამო იყო პარტიის თავმჯდომარედ არჩეული. ხაბეიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ის ასრულებს კონკრეტულ დირექტივებს. ეს დემოკრატიას არ ეთანადება“,- განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურმა დაასახელა რამდენიმე ფაქტორი, რაც მისი აზრით, სურათს, ქმნის, რითაც აღიქმება, თუ ვის რა სურს პარტიაში.

„ერთ მხარეს არის რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომელიც კვიპროსზე მიემართება იმისთვის, რომ არაფორმალური მოლაპარაკებები გამართოს, იმის თაობაზე, რომ ახალმა თავმჯდომარემ არ გაამართლა. მეორე მხარეს, არის "შეკრება", რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გამართა და რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ათასამდე აქტივისტი ესწრებოდა.

ერთი მხრივ, არის ხალხი, რომელსაც პარტიაში დემოკრატიის დაცვა უნდა. მეორე მხარეს, არიან ადამიანები, რომლებიც 100 კაცსაც ვეღარ კრებენ. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ აქვთ, არის ეს ვიზიტები არაფორმალურ მოკარნახეებთან. ეს ორი სურათი კარგად ააშკარავებს იმას, თუ ვის, რა უნდა ამ პოლიტიკურ პარტიაში.

თუ გსურს „ქართული ოცნება“ დაამარცხო, რომლის არაფორმალური მმართველი ივანიშვილია, ამას ვერ მოახერხებ შენივე არაფორმალური მმართველობით. უსამართლობა უსამართლობით, ვერ დამარცხდება, ვერც ფული დამარცხდება ფულით“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება