ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მკაფიოდ ვუთხარით ირანელებს - ფრთხილად იყავით

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანს აფრთხილებს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ რეგიონში ქმედებებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ.

„აშშ დამატებით სამხედრო დახმარებას უწევს ისრაელის თავდაცვის ძალებს, მათ შორის საბრძოლო მასალით, ჩამჭრელ რაკტებს „რკინის გუმბათისთვის. ჩვენ გადავიყვანეთ ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით და ვაგზავნით უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავებს იქ, რეგიონში და მკაფიოდ ვუთხარით ირანელებს - ფრთხილად იყავით“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა “ჰამასის” მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია მთელ ძალისხმევას გამოიყენებს „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გადასარჩენად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება