მედია - უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 28 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 28 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

12 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო ძალების ქვედანაყოფებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„მტერმა უკრაინის ტერიტორიას Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეუტია“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!