„წითელი ჯვარი“ - ღაზას საავადმყოფოები მორგებად გადაქცევის რისკის ქვეშ არიან

ღაზას საავადმყოფოები მორგებად გადაქცევის რისკის ქვეშ არიან, რადგან ისრაელის მიერ ანკლავის დაბომბვის ფონზე ისინი ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იუწყება.

„იმის გამო, რომ ღაზას ეთიშება ელექტროენერგია, საავადმყოფოებს ეთიშებათ ელექტროენერგია, ინკუბატორებში მყოფი ახალშობილები და ჟანგბადზე მიერთებული ხანდაზმული პაციენტები რისკის ქვეშ იმყოფებიან”, - განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალურმა დირექტორმა ახლო და შუა აღმოსავლეთში, ფაბრიციო კარბონიმ.

ღაზაში აცხადებენ, რომ ერთადერთმა ელექტროსადგურმა, საწვავის ამოწურვის გამო, მუშაობა შეწყვიტა.

ანკლავის მოსახლეობას ელექტროენერგიისთვის გენერატორების გამოყენებაც შეუძლია, თუმცა ისრაელის მხრიდან ბლოკადის პირობებში გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავი იწურება.

ფაბრიციო კარბონიმ ასევე განაცხადა, რომ „წითელი ჯვარი“ კონტაქტშია როგორც „ჰამასთან“ ასევე ისრაელის ოფიციალურ პირებთან ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მიზნით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება