ბაზისბანკი ავიაკომპანია „ჯეოსქაის“ ფინანსური პარტნიორია

ავიაკომპანია ჯეოსქაი 2017 წელს დაარსდა და წარმატებით ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ჯეოსქაიმ იმავე წელს გაიარა სერტიფიცირება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს TCO ავტორიზაცია მიენიჭა.

ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები. 2023 წლიდან ავიაკომპანია ჯეოსქაიმ Georgian Wings-ის სავაჭრო ნიშნით დაიწყო რეგულარული სამგზავნო ფრენები ბათუმის მიმართულებით და საერთაშორისო ფრენები ბაქოს მიმართულებით.

პირველად ქართულ საავიაციო დარგში, ბაზისბანკისა და ჯეოსქაის ერთობლივი ძალისხმევით, განხორციელდა ჯეოსქაის შესაძენი საჰაერო ხომალდის დაფინანსება, რაც პირველი პრეცედენტი იყო ქართულ საბანკო სექტორში.

ბაზისბანკთან პარტნიორობით, ჯეოსქაის საჰაერო ფლოტს ასევე სრულიად ახალი, ფრანგული წარმოების შვეულმფრენი შეემატა და სატვირთო ფრენების გარდა, ავიაკომპანია ტურისტული და ექსტრემალური მიმართულებითაც აქტიურად ოპერირებს. მათ შორის აღსანიშნავია პირადი ფრენების განხორციელება თუშეთის მიმართულებით, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივ დამსვენებლებში.

ავიაკომპანია ძირითადად ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური მაღალკვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული, რომლის პროფესიონალთა გუნდს უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ავიაციის განვითარებაში და თანამედროვე მოთხოვნებისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დანერგვაში. ჯეოსქაიში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზისბანკის ჰოლდინგში შემავალი სადაზღვევო კომპანიაც აქტიურად თანამშრომლობს ჯეოსქაისთან და კომპანიის საჰაერო ფლოტის ხომალდები სრულად დაზღვეულია ბბ დაზღვევის მიერ.

„ავიაკომპანიის დაფუძნების დღიდან ვთანამშრომლობთ ბაზისბანკთან, რაც გადაზრდილია პარტნიორობაში და ამ დროის განმავლობაში ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ ავიაცია გლობალური დარგია და გვიწევს ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების შეუფერხებლად განხორციელება.

ავიაკომპანია ჯეოსქაის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ისეთი სტაბილური ბანკის პარტნიორობა, როგორიც არის ბაზისბანკი“, - შალვა კიკნაძე, ავიაკომპანია ჯეოსქაის პრეზიდენტი.

„ბაზისბანკსა და საავიაციო ბაზრის ლიდერ ავიაკომპანია ჯეოსქაის წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ჯეოსქაი განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მუდმივად ფართოვდება, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ისწრაფვის დანერგოს სიახლეები საავიაციო ბაზარზე.

ჩვენთვის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჯეოსქაისთან პარტნიორობით, ხელს ვუწყობთ მასშტაბური და ქვეყნის საავიაციო დარგისთვის სტრატეგიულად მნიშვნლოვანი პროექტების განხორციელებას, რაც, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, - გიგი გაბუნია, ბაზისბანკის კომერციული დირექტორი.

ბაზისბანკის და ავიაკომპანია ჯეოსქაის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება