დონალდ ტრამპი ისრაელზე - მათ თამაშის დრო არ აქვთ - პოტენციურად ისინი ირანს ებრძვიან

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ფლორიდაში ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის დაზვერვა და პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა.

„თქვენ საუბრობთ დაზვერვისა და იმ სხვა საკითხების შესახებ, რომელთა მუშაობაც გასულ კვირას არასწორად წარიმართა. მათ თამაშის დრო არ აქვთ. ეს უნდა გამოასწორონ, რადგან ისინი ძალიან დიდ ძალას ებრძვიან. პოტენციურად ისინი ირანს ებრძვიან“, - განაცხადა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ მთავარმა კანდიდატმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში დახმარებაზე აშშ-ის უარი განუცხადა.

„არასდროს დამავიწყდება, რომ ბიბი ნეთანიაჰუმ იმედები გაგვიცრუა. ეს ძალიან საშინელი რამ იყო. ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ სამუშაო აბსოლუტური სიზუსტით თავად შევასრულეთ, რაც ბრწყინვალე იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება