გერმანია ისრაელს დრონებს გადასცემს

ბერლინი ისრაელს საშუალებას მისცემს, Heron-ის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენოს, რომელსაც გერმანიის საჰაერო ძალები ისრაელში წვრთნებისთვის იყენებდნენ, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

„ჩვენ მივცემთ ორ დრონს, რომელიც ისრაელმა ითხოვა. გარდა ამისა, არის მოთხოვნა გემები საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, რომლებსაც ახლა ისრაელელებთან განვიხილავთ“, - აღნიშნა პისტორიუსმა და დასძინა, რომ გერმანია ისრაელის გვერდით დგას.

შეგახსენებთ, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება