სალომე სამადაშვილი - რუსეთის წარმომადგენელი ღარიბაშვილის მედიაცია არავის სჭირდება - ამის პასუხი იყო სომხეთის განაცხადი, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ბრიუსელის და ევროკავშირის თანამონაწილეობით წარიმართება

არავის სჭირდება რუსეთის წარმომადგენელი ღარიბაშვილის მედიაცია - ამის პასუხი იყო, მათ შორის, სომხეთის განაცხადი, რომ მხოლოდ ბრიუსელის და ევროკავშირის თანამონაწილეობით წარიმართება შესაბამისი მოლაპარაკებები,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, კრემლშია მომზადებული და ამას ყველა ხვდება.

„დღეს ყველასთვის, ჩვენი მეზობლებისთვის, სტრატეგიული მოკავშირეებისთვის, გასაგებია, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება. როცა რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი გამოდის რაიმე ინიციატივით, ჩვენს მეზობლებთან დაკავშირებით არსებული საკითხების გადაჭრის მიმართულებით, ყველა ხვდება, რომ საუბრობს ღარიბაშვილი, მაგრამ მისი აზრები მომზადებულია კრემლში. ამის პასუხი იყო მათ შორის, სომხეთის განაცხადი, რომ მხოლოდ ბრიუსელის და ევროკავშირის თანამონაწილეობით წარიმართება შესაბამისი მოლაპარაკებები, რადგან არავის სჭირდება რუსეთის წარმომადგენელი ღარიბაშვილის მედიაცია. ჩვენს სამეზობლოში ეს უკვე ყველასთვის გასაგებია”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშიანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ორმხრივი და სამმხრივი მოლაპარაკებების საქართველოში ჩატარების შესახებ წინადადება შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მცდელობა ძირი გამოეთხაროს უკვე შეთანხმებულ პრინციპებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება