ისრაელის თავდაცვის მინისტრი - 2023 არ არის 1943 წელი, ისრაელი ძლიერია - მივაგნებთ ყველას კვალს, ვისაც ხელები ჩვენი შვილების სისხლით აქვს შეღებილი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა და მათ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ვიდეომასალა წარუდგინა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ. თუმცა არავინ შეცდეს - 2023 წელი 1943 წელი არ არის. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები“, - აღნიშნა გალანტმა.

მისი თქმით, „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც ირანი აფინანსებს.

„ჰამასი“ არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, სასტიკი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი. „ჰამასი“ არის „ისლამური სახელმწიფო“ და ის არ იარსებებს ჩვენს საზღვრებზე. ისრაელის თავდაცვის ძალები გაანადგურებს „ჰამასს“. მივაგნებთ ყველას კვალს, ვისაც ხელები ჩვენი შვილების სისხლით აქვს შეღებილი“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო