ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არმირებული ბეტონის გზის საფარი მოეწყო სოფელ ჭობისხევში და ქვაბისხევში. ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები და გზის დამცავი კედლები.

„ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ დვირში, ხუციშვილების უბანში მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში 9 კმ-მდე შიდა საუბნო და საქალაქთაშორისო გზა მოეწყობა.

გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!