იენს სტოლტენბერგი - ისრაელი მარტო არ არის

ნატო-ს მოკავშირეებმა ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სასტიკი ტერორისტული თავდასხმები დაგმეს, - ამის შესახებ ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა მინისტრებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიაწოდა ინფორმაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის და ნატო-ს რამდენიმე მოკავშირე სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ.

„მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ისრაელს და ცხადყვეს, რომ უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი პროპორციულად ამ გაუმართლებელი ტერორისტული აქტების წინააღმდეგ. მათ მოუწოდეს „ჰამასს“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი. მოკავშირეებმა ასევე მკაფიოდ განაცხადეს, რომ არც ერთი ერი ან ორგანიზაცია არ უნდა შეეცადოს სიტუაციის გამოყენებას ან მის ესკალაციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნატო ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გმობს და დასძინა, რომ „ისრაელი მარტო არ არის“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება