ბექა ოდიშარია - ორბანს შესაძლოა, ისეთივე პრობლემა აქვს, როგორიც ჩვენ - ისტორიული ქვეყნები, ტრადიციებით და ქრისტიანობით ამაყები, ვერ იცეკვებენ ვერავის დაკრულზე, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ისინი ევროკავშირსა და მთელ სამყაროში

ორბანს შესაძლოა ისეთივე პრობლემა აქვს, როგორიც ჩვენ - ისტორიული ქვეყნები ვერ იცეკვებენ ვერავის დაკრულზე, რაც არ უნდა ავტორიტეტული და მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ისინი ევროკავშირსა და მთელ სამყაროში! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რაც არ უნდა ისაუბროს ოპოზიციამ, რომ ორბანს პრობლემები აქვს შინ და გარეთ, მნიშვნელოვანია, რამდენჯერ გაიმარჯვა ორბანმა და გახდა მისი ქვეყნის ლიდერი.

"ძნელია არ დააფასო ორბანის მხარდაჭერა, ვინაიდან ის არის ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერი და რაც არ უნდა იყიყინოს ოპოზიციამ, რომ ის რუსეთთან თანხვედრაშია და პრობლემები აქვს შინ და გარეთ, მოდი ესე ვთქვათ, რამდენჯერ გაიმარჯვა ორბანმა და გახდა ლიდერი საკუთარი ქვეყნის?! უნგრეთი არის შუაგულ ევროპაში, ძირძველი ქვეყანაა, ძირძველი ისტორიის, იცით რა გარემოცვაშია და ხალხი რომელიც უნგრეთში ცხოვრობს, აკეთებს გააზრებულ არჩევანს. შესაბამისად, შიგნით არ აქვს არანაირი პრობლემა. გარეთ შეიძლება ორბანს ისეთივე პრობლემა ჰქონდეს, როგორიც ჩვენ გვაქვს. არიან ადამიანები, ლიბერალური დაჯგუფებები, მათ შორის პოლიტიკაში, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამ ნარატივებს ავითარებენ, რადგან სურთ, ყველა მათ დაკრულზე ცეკვავდეს და ეს ასე არ გამოვა! ისტორიული ქვეყნები თავის ტრადიციებით და ქრისტიანობით ამაყები, ვერ იცეკვებენ ვერავის დაკრულზე, რამდენადაც ავტორიტეტული და მაღალი თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ ისინი ევროკავშირსა და მთელ სამყაროში,"- განაცხადა ოდიშარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება