ისრაელის ელჩი - ირანი შეიარაღებას აწვდიდა და აწვდის „ჰამასს“, წვრთნებს უტარებდა, რომ გაეძლიერებინა მათი ადამიანის მკვლელი უნარები - ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია „ჰამასის“ შესაძლებლობებზე

ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია „ჰამასის“ შესაძლებლობებზე, ისევე, როგორც იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ამ თავის შესაძლებლობებს, ირანი შეიარაღებას აწვდიდა და აწვდის „ჰამასს“, წვრთნებს უტარებდა მათ, რომ გაეძლიერებინა მათი ადამიანის მკვლელი უნარები, - ამის შესახებ საქართველოს ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, „ჰამასი“ არის ტერორისტული ორგანიზაცია და ის ვერ მოახერხებდა აღნიშნულ თავდასხმას ირანის მხრიდან დაფინანსებისა და ლოჯისტიკური დახმარების გარეშე.

„ჰამასი“ არის ტერორისტული ჯგუფი, თავისთავად, ისინი ვერ განახორციელებდნენ ამ თავდასხმას დაფინანსების, ლოჯისტიკური მხარდაჭერის თუ სხვა ხელშეწყობის გარეშე ირანისგან. ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია „ჰამასის“ შესაძლებლობებზე, ისევე როგორც იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ამ თავის შესაძლებლობებს, ესეც ირანის პასუხისმგებლობაა. ირანი შეიარაღებას აწვდიდა და აწვდის „ჰამასს“, წვრთნებს უტარებდა მათ, რომ გაეძლიერებინა მათი ადამიანის მკვლელი უნარები. ისინი როგორც ღიად, ასევე დახურულად, კერძოდ და საჯაროდ აგროვებდნენ დაფინანსებას. ჩვენ ომში ვართ, ტერორიზმთან ომში, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ძალები დღეს უკვე მუშაობენ ისრაელის სამოქალაქო პირების დასაცავად. ასევე, ჩვენი უკანასკნელი ძალისხმევით დავაზიანეთ ტერორისტების ინფრასტრუქტურა, რომ მათ ვეღარ შეძლონ ისრაელისთვის ზიანის მიყენება. ეს თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკას და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო