ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც ბატონი ორბანია, ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს

დღეს, ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში შევიკრიბეთ - ის ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისკენ ყოველთვის ისწრაფოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მაშინ [ერეკლე მეორეს დროს] ევროპელი მონარქების მხრიდან, საქართველოს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, დღეს კი, „ნამდვილი ევროპელი ლიდერების მხრიდან ისეთი, როგორიც ვიქტორ ორბანია, ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს“.

„დღეს, ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის ერეკლე მეორის სასახლეში შევიკრიბეთ. ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე თავისი ნიჭით გამორჩეული იყო. იგი მიჩნეული იყო როგორც ერთ-ერთი დიდი სტრატეგი, მხედართმთავარი, რეფორმატორი, რომელმაც ქვეყნის განვითარებას, მოდერნიზაციას საფუძველი ჩაუყარა. მეფე ერეკლე ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისკენ ყოველთვის ისწრაფოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, ამის თაობაზე ბატონ პრემიერს ვუთხარი, არსებობს ფაქტები და ისტორიული დოკუმენტები, როცა თავის დროზე, ჩვენი მეფე ევროპელ მონარქებს თხოვნით მიმართავდა, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სამხედრო დახმარება. ზოგადად, მისი მთავარი მოტივაცია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაკავშირება და დაახლოება იყო. სამწუხაროდ, მაშინ ევროპელი მონარქების მხრიდან, საქართველოს ნაკლები ყურადღება ექცეოდა და ფაქტობრივად, უყურადღებოდ იყო დარჩენილი, მაგრამ დღეს, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც ბატონი ორბანია, ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ბატონი ორბანის სტუმრობა გვიხარია, გვინდოდა, ჩვენი ისტორიული მხარე, კახეთი, ღვინის სამშობლო გვეჩვენებინა. კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ორბანს და მის მთავრობას სტუმრობისთვის, მხარდაჭერისთვის და მეგობრობისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება