დავით ნარმანია - მომდევნო ხუთი წელი ბუნებრივი აირის ტარიფის, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა მოსალოდნელი არ არის

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის ტარიფის, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა მოსალოდნელი არ არის.

ნარმანია ტარიფებთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც სემეკის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ნარმანიას ცნობით, მიმდინარე წელს კომისია გადახედავს წყლის ტარიფს დედაქალაქში, მცხეთასა და რუსთავში - GWP-ის არეალში. როგორც ნარმანიამ ამ კონტექსტში განმარტა, ამჟამად აუდიტი და ტარიფთან დაკავშირებული სხვა პროცედურები მიმდინარეობს და კომისიას საკითხს ნოემბერ-დეკემბერში განიხილავს. როგორც მან აღნიშნა, წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ამ მიმართულებით კომისიამ.

„გასულ წელს ბუნებრივ აირზე ტარიფები დავადგინეთ. პირველად კომისიის მიერ ბუნებრივი აირის სექტორში 5-წლიანი ტარიფები დადგინდა. ამდენად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივ აირზე ტარიფების რაიმე ფორმით ცვლილებას არ ველოდებით. დიდწილად ეს ვალუტის კურსზეა დამოკიდებული, რადგან ბუნებრივი აირი იმპორტირებულია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ვალუტის კურსი გამყარდა და არის საბაზრო ნიშნულზე, ბუნებრივი აირის ტარიფების შეცვლა არ იგეგმება.

ასევე 5-წლიანი ტარიფი დავადგინეთ ელექტროენერგიის სექტორში 2020 წლის ბოლოს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება