„თიბისის“ მხარდაჭერით ბათუმში DATA BOOTCAMP ჩატარდება

თიბისის“ განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით, 23-29 ოქტომბერს ბათუმში Data Bootcamp-ი გაიმართება.

ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7-დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები შემდეგ მიმართულებებს გაეცნობიან: ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება (ML) და კომპიუტერული ხედვა (CV).

„პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ტრენინგებსა და მენტორშიფ სესიებზე აქტიურად ჩაერთვებიან, ფინალურ დღეს კი, შექმნილ პროექტებს, ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რჩეული გუნდები და მონაწილეები სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდებიან.

Data Bootcamp-ის პარტნიორია „თიბისი“, რომელიც რჩეულ მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსში ჩაერთონ და „თიბისის“ პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით იმუშაონ.

Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/iny15

Data Bootcamp-ი ჩატარდება ბათუმის ტექნოპარკში გ. ლეონიძის ქ. N15“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება