ამბროლაურის მერია - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ამბროლაურის მერია მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 9 კილომეტრამდე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა საგზაო ნიშნებისა და სანიაღვრე სისტემის გათვალისწინებით ხორციელდება.

„გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს როგორც გრუნტის, ისე ანაკრები რკინა ბეტონის კიუვეტები, მიერთებაზე და ეზოში შესასვლელებზე კი, ლითონის ცხაურები და მილები ეწყობა. აგრეთვე, რეაბილიტაცია უტარდება გზაზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს.

სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 6 344 999, 66 ლარს შეადგენს.

პროექტი საბოლოო სახით მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და ადგილობრივები კომფორტულად გადაადგილდნენ შეძლებენ.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი- დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ასლან საგანელიძე“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება