გიორგი კაკაურიძე - მაშველები და პოლიციელები გმირები არიან და 2024 წელს მათი ხელფასები იზრდება, თუმცა სასურველ ხელფასსა და ინფრასტრუქტურაზე გადასვლა ერთიანად ვერ მოხდება

რა თქმა უნდა, მაშველების ხელფასი იზრდება და 2024 წელსაც არის გათვალისწინებული ზრდა. გეთანხმებით, რომ მაშველები გმირები არიან, გმირები არიან პოლიციელებიც და ორივე მიმართულებით ხდება ხელფასების გაზრდა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - ,„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განხილვისას აღნიშნა, ერთიანად ვერ მოხდება სასურველ ხელფასსა და ინფრასტრუქტურაზე გადასვლა.

„რა თქმა უნდა, მაშველების ხელფასი იზრდება და 2024 წელსაც არის გათვალისწინებული ზრდა. გეთანხმებით, რომ მაშველები გმირები არიან, გმირები არიან პოლიციელებიც და ორივე მიმართულებით ხდება ხელფასების გაზრდა. წლებია ეს პროცესი თანმიმდევრულად მიმდინარეობს. ძალიან სამწუხარო რეალობა გვქონდა, როდესაც მაშველების ინსტიტუტი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადმოვიდა, ალბათ, მაშინდელ მდგომარეობას და ხელფასს თუ შევადებთ, გაცილებით კარგი ვითარებაა ახლა. ეს ეტაპობრივად უმჯობესდება, ერთიანად ვერ მოხდება სასურველი ხელფასზე მისვლა და ინფრასტრუქტურაზე“,- აღნიშნა კაკაურიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება