მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსში „საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსში „საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანია“ ჩაატარა.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანია ინოვაციური ხასიათისაა, რომლის ფარგლებში შშმ პირების ინფორმირებულობა მუნიციპალური სოციალური სერვისების შესახებ, მათზე მორგებული ფორმით გაიმართა: ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა ბუკლეტები. ასევე, შეიქმნა საინფორმაციო ვიდეო-რგოლები სამ ენაზე ჟესტური ენის თარგმანით და სპეციალური ბუკლეტები ბრაილის შრიფტით.

„კამპანიის ფარგლებში თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიზნობრივ ჯგუფებთან ჩატარდა შეხვედრები, გაიმართა, პროექტის პრეზენტაცია, დარიგდა ბეჭდური მასალა და ნაჩვენები იქნა საინფორმაციო ვიდეო რგოლი.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციას, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების შესახებ მეტ ინფორმირებულობას და შშმ პირების ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის საპროექტო სამუშაო ჯგუფმა დაწერა, რომლის შემადგენლობაში შედიან: მამუკა შუბითიძე, ნინო დეკანოიძე, ირინე მაჭარაშვილი, თამარ კიპაროიძე და დავით ჭიკაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება