ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოში მმართველი პარტიის მხრიდან არავითარი ანტიამერიკული კამპანია არ იწარმოება - თუ ზოგიერთ შემთხვევაში აშშ-ს ელჩის გამონათქვამის კრიტიკა იყო, ეს არ შეიძლება ანტიამერიკულ კამპანიად ჩაითვალოს

საქართველოში მმართველი პარტიის მხრიდან არავითარი ანტიამერიკული კამპანია არ იწარმოება - თუ ზოგიერთ შემთხვევაში აშშ-ს ელჩის გამონათქვამის კრიტიკა იყო, არ შეიძლება ეს ანტიამერიკულ კამპანიად ჩაითვალოს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მათი სურვილია აშშ-საქართველოს ურთიერთობების ახალ სიმაღლეებზე აყვანა.

„ამაში ელჩის როლის ფასდაუდებელია. მინდა აშშ-ს ახალ ელჩს ამ საქმიანობაში დიდი წარმატება ვუსურვო და სამი წლის თავზე საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გამყარება ერთად ვიზეიმოთ. არასწორია როდესაც ერთი ოფიციალური პირის მიმართ კრიტიკის განზოგადება ხდება. ვინმემ მე რომ გამაკრიტიკოს და ეს ანტიქართულ კამპანიად ჩაითვალოს, სწორი არ იქნება. ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიამერიკულ კამპანიას ეწევა ხელისუფლების დაზიანების მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება