მოსწავლეებს „საქართველოს ბანკის“ sCoolApp-ში „სხვა სამყარო“ დახვდებათ

„საქართველოს ბანკი“ პირველ საბავშვო აპლიკაცია - BOG sCoolApp-ში მოსწავლეებს 12 ოქტომბრიდან „სხვა სამყარო“ დახვდებათ.

მის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სხვა სამყაროში“ მოსწავლეებს მოუწევთ ისტორიის, ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით უპასუხონ ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს, რომლებიც ეტაპობრივად გაეხსნებათ აპლიკაციაში.

„საქართველოს ბანკი“ პირველ საბავშვო აპლიკაცია - BOG sCoolApp-ში მოსწავლეებს მუდმივად განახლებად სიახლეებს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, 12 ოქტომბრიდან მათ BOG sCoolApp-ში „ახალი სამყარო“ დახვდებათ.

„სხვა სამყარო“ sCoolApp – ის თამაშის სახელია, რომელსაც მოსწავლე ეტაპობრივად გაეცნობა. მოსწავლეებს „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები დაეხმარებიან გაერკვნენ თამაშის წესებში და გაიარონ სხვადასხვა ეტაპი.

„სხვა სამყაროში“ მოსწავლეებს მოუწევთ ისტორიის, ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით უპასუხონ ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს, რომლებიც ეტაპობრივად გაეხსნებათ აპლიკაციაში. სწორი პასუხის შემთხვევაში კი ისინი საჩუქრად „სხვა სამყაროს“ ჯილდოს - გლითერებს მიიღებენ, რომლის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს მისიების შესრულებასთან ერთად გაეცნობიან.

თამაშში 12 ოქტომბერს დაიწყება და ის სულ აქტუალური იქნება. მასში მონაწილეობა ყველა მოსწავლეს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ საჭიროა, „საქართველოს ბანკის“ პირველი საბავშვო აპლიკაცია ჰქონდეს. მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს აპლიკაცია, მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულზე, გადმოწერე BOG sCoolApp და გაიგე რა ხდება „სხვა სამყაროში“.

აღსანიშნავია, რომ BOG sCoolApp-ს უკვე 100,000-ამდე რეგისტრირებული მოსწავლე ჰყავს, რომელთათვისაც აპლიკაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ დროის სასიამოვნოდ გაყვანასთან და გართობასთან ერთად, მოსწავლეები საკუთარი ანგარიშის მართვას, ფინანსებს კონტროლსა და ყულაბის მეშვეობის თანხის დაზოგვას სწავლობენ და ამ ყველაფერთან ერთად, სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს ეცნობიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება