მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის 9 დოკუმენტს მოეწერა ხელი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რევაზ ჯაველიძის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის 9 დოკუმენტს მოეწერა ხელი.

მისი თქმით, დოკუმენტები განსაზღვრავს სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის ძალიან სპეციფიკურ ასპექტებს.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ის ვიზიტები, რომლებიც განხორციელდა საქართველოს მინისტრების მხრიდან უნგრეთში და შემდეგ უნგრეთის მინისტრების ვიზიტები საქართველოში, ცხრა ხელმოწერილი დოკუმენტით დასრულდა. ეს დოკუმენტები განსაზღვრავს სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან სპეციფიკურ ასპექტებს. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა, რომელშიც გაწერილია კონკრეტული მიმართულებები, სადაც ჩვენი უნგრელი მეგობრები იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები, განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკის საკითხებს და პოლიტიკური კუთხით იმ გეგმებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მათ შორის, ევროინტეგრაციის კონტექსტში. მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტებში ხაზგასმულია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვსურს განვავითაროთ ჩვენს უნგრელ მეგობრებთან“, - განაცხადა ჯაველიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება