რუსთავში, სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი გაიხსნა

რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი გაიხსნა. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც მემორიალი განთავსდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მიხეილ ნარინდოშვილის სახელი მიენიჭა.

,,რუსთავში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი თანამოქალაქის, გმირი ადამიანის - მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი და მისი სახელობის სკვერი გავხსენით. ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს ჩვენი გმირების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდნენ და გმირულად თავი გაწირეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთაველი ჯარისკაცის მემორიალი, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა, თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

ღონისძიებას, მიხეილ ნარინდოშვილის ოჯახის წევრები, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლები და მერის მოადგილეები დაესწრნენ.

,,დღეს უკვდავყავით მიხეილ ნარინდოშვილის სახელი, რეაბილიტირებულ სკვერში გაიხსნა მისი სახელობის მემორიალი. ჩვენ ამ ღონისძიებით პატივს მივაგებთ ყველა იმ ჯარისკაცს, რომელმაც თავი გაწირა საქართველოსთვის და მსოფლიოში მშვიდობისთვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, გმირების სახელების უკვდავსაყოფად, მსგავსი სივრცეების მოწყობა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.

,,თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან და რუსთავის მერთან ერთად, დღეს გავხსენით მიხეილ ნარინდოშვილის სახელობის სკვერი და მისი მემორიალი. ასეთი სივრცეების შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკვდავყოთ იმ ადამიანების სახელები, რომელთაც ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაწირეს“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

მიხეილ ნარინდოშვილი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 2012 წლიდან მსახურობდა. 2013 წლის 6 ივნისს, 26 წლის რიგითი ჯარისკაცი, ჰელმანდის პროვინციაში, 42-ე ბატალიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ექვს ქართველ მებრძოლთან ერთად დაიღუპა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება