საინიციატივო ჯგუფი სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან დაკავშირებით განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

საინიციატივო ჯგუფი სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან დაკავშირებით განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საჯარო სკოლების დირექტორობის უკანონოდ „დაბლოკილი“ კანდიდატების საინიციატივო ჯგუფმა ბრიფინგი გამართა.

საინიციატივო ჯგუფმა ორი მთავარი მოთხოვნა გამოყო, რომლის მიხედვითაც ისინი პირველ რიგში, ყველა სკოლისთვის კანდიდატების წარდგენას მოითხოვენ და შემდეგ კი, მეორე ეტაპზე ჩაჭრილი კანდიდატების საქმის ხელახალ განხილვას.

ამასთან, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში აქციასაც არ გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა, პროტესტის ფორმა შიმშილობითაც გამოხატონ.

"ჩვენ წარმოვადგენთ 500-მდე დაბლოკილი დირექტორის საინიციატივო ჯგუფს. თითქმის ერთი კვირაა დავდივართ და ვითხოვთ საკუთარ მინისტრთან შეხვედრას, რომელმაც შეხვედრის ნაცვლად სიცრუეების ტირაჟირება დაიწყო მთავრობის სხდომაზე. არ ვიცი ეს იყო ინფორმირებულობის თუ არაინფორმირებულობის ბრალი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი თითოეული სიტყვა სიცრუეა და ამან კიდევ უფრო დაძაბა მუხტი ჩვენს საზოგადოებაში.

საინიციატივო ჯგუფში განვიხილავთ პროტესტის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის შიმშილობასაც თუ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა არ მოგვარდება", - აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, სერტიფიცირებულმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაამტკიცა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია. წარდგენილი სიის თანახმად, ასეულობით სკოლაში სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენილია თითო-თითო კანდიდატი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, სკოლებში სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენილია თითო-თითო კანდიდატი, რამაც სასკოლო საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო