ყირგიზეთმა რუსეთთან საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა რუსეთთან საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებისადმი ყირგიზეთის ერთგულებას ადასტურებს და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის შემდგომ ურთიერთქმედებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში”, - აღნიშნავს ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთთან ერთად საჰაერო თავდაცვის რეგიონალური სისტემის შექმნა “საშუალებას მოგვცემს ორივე ქვეყნის საჰაერო სივრცის უფრო საიმედო დაცვა უზრუნველვყოთ, ასევე, გაზრდის უსაფრთხოებას და ეროვნული ინტერესების დაცვას.”

ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება ყირგიზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტის ფარგლებში მოხდა.

მოსკოვსა და ბიშკეკს შორის აღნიშნული შეთანხმება 2022 წლის 16 აგვისტოს დაიდო. პუტინმა მისი რატიფიცირება 2023 წლის 29 მაისს მოახდინა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება