ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი - ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებასა და მოქალაქეებზე, ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით - გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა

„ჰამასის“ მხრიდან მოულოდნელი თავდასხმისას ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებას ვერ გავუმკლავდით, ამას გამოვიძიებთ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.

ომის დასაწყისიდან მის პირველ საჯარო გამოსვლაში ჰალევი აღიარებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ჩავარდნები იყო, რამაც „ჰამასს“ კვირას ინფილტრაციისა და მასობრივი მკვლელობების განხორციელების საშუალება მისცა.

“ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის მოქალაქეებზე და კვირას დილით ღაზას სექტორთან მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით. ვისწავლით, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა”, - განაცხადა ჰალევიმ.

მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს შესაძლებელს გააკეთებს „ჰამასისა" და სხვა დაჯგუფებების მიერ გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად.

“ხუთი დღე გავიდა ამ სისხლიანი, სასტიკი და მოულოდნელი ინციდენტის შემდეგ. „ჰამასის“ სისხლიანი ტერორისტების, ადამიანური ცხოველების მიერ ჩვენი შვილების, ჩვენი მეუღლეებისა და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტა ცხოველურია, არაადამიანურია. ისრაელის თავდაცვის ძალები დაუნდობელ ტერორისტებს ებრძვის, რომლებმაც წარმოუდგენელი ქმედებები ჩაიდინეს”, - განაცხადა ჰალევიმ.

მან აღნიშნა, რომ “ღაზა არ იქნება იგივე”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება