ანონსი  13 ოქტომბერი

13 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე, ფარეხში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახიდან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ.45 (რუსული ეკლესიის მიმდებარედ)

13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ომი ახლო აღმოსავლეთში“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო - 593 53 45 24

13 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

13 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრები იმერეთის რეგიონში გაიმართება.

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: 26 მაისის მოედანი.

საკონტაქტო: 598 856 333

13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით, საჯარო დისკუსიას „საქართველოს საგარეო პოლიტიკის დილემა: როგორ ვიპოვოთ ბალანსი ტრანზაქციულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს შორის” გამართავს.

მის: მერაბ კოსტავას 14, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისი“.

საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე - 598 66 88 06

13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო სტამბას საკონფერენციო სივრცეში Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

მის: კოსტავას ქ. #14, სასტუმრო „სტამბა“, სივრცე The Dome.

საკონტაქტო: 577 42 56 11

13 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ლიტერატურული ღონისძიება „კაფე ევროპა“ გაიმართება, რომელიც სარაევოს, ამსტერდამის, ვროცლავის, სეინის, ბრიუსელისა თუ ნიუ-იორკის შემდეგ თბილისში იმართება. ეს არის სადისკუსიო მოედანი, სადაც მოისმენთ მწერლებისა და პოეტების ხმებს საქართველოდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან, რაფაელ როგინსკის ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

მის.: გერონტი ქიქოძის ქ. #16, რესტორანი „ეზო“

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო