ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფი  მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფი, ვახო ქარელი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ფოტოგრაფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, რომ ტრენინგის სრული ჩანაწერები გამოაქვეყნოს.

მისივე შეფასებით, აღნიშნული გამოძიება „აბსურდული“ და „სასაცილოა“.

„სასაცილოა ეს ყველაფერი და თვითონ გამომძიებლებსაც მგონი, არ სჯერათ იმ აბსურდულობის, რა კითხვებსაც სვამენ. კარგი იქნება, თუ სუს-ი იმ შეხვედრების გამოაქვეყნებს სრულ ჩანაწერს, რომელიც აქვს და როგორც აღმოჩნდა აქვს, რადგან სხვადასხვა დღიდან იყო ამოგლეჯილი [გავრცელებული] მონაკვეთები. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რამდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, რაზეც ახლა გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ვახო ქარელმა.

ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ამ საქმეს საიდუმლოების სტატუსი არ უნდა ჰქონდეს და პროცესი საზოგადოებისთვის ღია უნდა იყოს.

„ძალიან რთულია ზოგადად სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საქმეზე და მის შინაარსზე. მე ვისურვებდი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მოისმინოს ის კითხვები, რომელიც ისმება და არ ჰქონდეს ამ საქმეს საიდუმლოების სტატუსი, არა იმიტომ, რომ მასში არის რაღაც ისეთი, რაც კანონით საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ აუცილებელია, რომ დაცული იყოს, არამედ იმიტომ, რომ ეს აბსურდი გამომჟღავნდეს და ყველამ ნახოს რა დონეზე არის უსაფრთხოების სამსახური გასული და რას იძიებს, რა კითხვებს სვამს“, - განაცხადა ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.

2 ოქტომბერს, სუს-მა ასევე გაავრცელა განცხადება, რომ სერბეთის მოქალაქეები: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებსაც კავშირი აქვთ რევოლუციურ სცენარებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

უწყების ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს.

აღნიშნულის შესახებ სუს-მა ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და „მტკიცებულებების ნაწილი“ გაასაჯაროვა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო