ურსულა ფონ დერ ლაიენი - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მოლდოვას წინსვლის სურვილით - გამორჩეულ პროგრესს აჩვენებთ

მოლდოვა გამორჩეულ პროგრესს აჩვენებს, ევროკავშირის კიშინიოვის მიმართ მხარდაჭერა ურყევია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ნოემბრის დასაწყისში ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების შესახებ თავის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს და მოლდოვას, როგორც კანდიდატი ქვეყნის, პროგრესს შეაფასებს. დეკემბერში ამ ანგარიშს ევროპული საბჭოს სამიტზე განიხილავენ. ეს დისკუსიები პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს, როგორც ევროკავშირის [წევრი] ქვეყნის, მომავალზე. აღვნიშნავ, რომ გამორჩეულ პროგრესს აჩვენებთ. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მოლდოვას წინსვლის სურვილით. მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა მოლდოვის მიმართ ურყევია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება