ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის მეუღლეები ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლე ანიკო ლევაი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებმა მონასტერი მოილოცეს. ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია თეოდორამ უმასპინძლა.

„მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებს საჩუქრად აზარფეშა და უძველესი ქართული ქვევრის სუვენირი გადასცეს, ასევე, მონასტრის დედების მიერ ამოვლებული ჩურჩხელები, კალენდარი და ბუკლეტი წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება