ანალენა ბერბოკი 13 ოქტომბერს ისრაელში ჩავა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 13 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს.

მისი თქმით, ბერბოკი ისრაელში “სოლიდარობის ვიზიტს” განახორციელებს, რომელიც მისი “კრიზისის დიპლომატიის” ძალისხმევების ნაწილი იქნება.

ცნობისთვის, დღეს ბერბოკმა ბერლინში საუბარი გამართა კატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-ტანისთან, რომელიც კონფლიქტში პოტენციალურ მედიატორად განიხილება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება