ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი „ყველაფერს გააკეთებს“ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს“ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მძევლები განთავისუფლდნენ, მიუხედავად მათი ეროვნებისა“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, მისი ქვეყანა თანამშრომლობს ისრაელის ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან, რათა ფრანგი მძევლები "უსაფრთხოდ და ჯანმრთელები" სახლში დააბრუნონ.

”საფრანგეთი არასოდეს ტოვებს თავის შვილებს”, - დასძინა მან.

მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ისეთი ტერორისტული ჯგუფებისგან, როგორიცაა „ჰამასი“, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების შენარჩუნებით.

მაკრონმა დასძინა, რომ „ტერორიზმთან ბრძოლა ვერ ჩაანაცვლებს მშვიდობის ძიებას“.

როგორც ცნობილია, „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ საფრანგეთის 17 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაკარგულად ითვლება. დაღუპილია სულ მცირე 12 საფრანგეთის მოქალაქე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება