რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის მსგავს ქვეყანას მშვიდობის აღდგენა შეეფერება, თუ ცეცხლზე ნავთის დასხმა? - სად არის დასავლეთი?

აშშ-ის მსგავს ქვეყანას მშვიდობის აღდგენა შეეფერება, თუ ცეცხლზე ნავთის დასხმა ? ,- ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართ აშშ-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ღაზაში წყალი, პური და საკვები არ არის, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეწინააღმდეგება.

"სად არის დასავლეთი? აქვთ თუ არა რაიმე ზომები ამ ეტაპზე? არ აქვთ.... არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს ღაზაში ჩვენს ძმებზე თავდასხმებს, რომელმაც ხოცვა-ჟლეტის დონემდე მიაღწია",- დასძინა მან.

მისი თქმით, თურქეთი მოუწოდებს რეგიონში გავლენიან მოთამაშეებს, შეამცირონ დაძაბულობა.

„ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში გავრცელდეს, იმის ნაცვლად, რომ ბრმად მხარი დავუჭიროთ ვინმეს, ჩვენ მოვუწოდებთ გავლენიან მოთამაშეებს, შეამცირონ დაძაბულობა“,- აღნიშნა ერდოღანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება