ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩადის

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა და ქვეყნის ლიდერებს შეხვდება, - ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

პენტაგონში განმარტავენ, რომ ოსტინის ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ისრაელს „ჰამასის“ ტერორისტების ბოლოდროინდელი თავდასხმების ფონზე.

მოსალოდნელია, რომ ლოიდ ოსტინი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს და ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს, რათა განიხილონ ისრაელის ოპერატიული დაგეგმარება და ამოცანები და უსაფრთხოების დახმარების საჭიროებები შაბათს დილით დაწყებული თავდასხმების სერიის საპასუხოდ.

„აშკარაა ადმინისტრაციის და ჩვენი მთავრობის ვალდებულება მხარი დაუჭირონ ისრაელელ ხალხს, რადგან ისინი მოქმედებენ თავიანთი ხალხისთვის უსაფრთხოების აღსადგენად," - განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება