ისრაელის ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან „ჰამასი“ „მრისხანების დღეს“ აანონსებს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განცხადებას მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ჰამასმა“ მოუწოდა ორგანიზაციის მხარდამჭერებს მთელ მსოფლიოში, პარასკევს დაგეგმილ აქციებს „მრისხანების დღეს“ შეუერთდნენ, რათა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციები გაიმართება, რომლებიც, შესაძლოა, ძალადობაში გადაიზარდოს. საზღვარგარეთ მცხოვრებ ისრაელელებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფხიზლე და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციებისგან.

ებრაული მედიის ცნობით, პარასკევს მთელ მსოფლიოში ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება