ისრაელის ელჩი - გაერო-ს პასუხი ღაზას სექტორის მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის გაფრთხილებაზე სამარცხვინოა

გაერო-ში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი გაერო-ს პასუხს ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის თხოვნაზე სამარცხვინოს უწოდებს.

ელჩი განმარტავს, რომ ისრაელი წინასწარ აფრთხილებს ღაზას მაცხოვრებლებს და ცდილობს, ნაკლები ზიანი მიადგეს მათ, ვინც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მათ სამიზნეს არ წარმოადგენს.

„გაერო-ს პასუხი ღაზას სექტორის მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის გაფრთხილებაზე სამარცხვინოა. გაერო მრავალი წლის განმავლობაში ხუჭავდა თვალს „ჰამასის“ შეიარაღებაზე და ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ~ იარაღისა და მკვლელობის დასამალად გამოყენებაზე. ახლა, ისრაელის გვერდით დგომის ნაცვლად, რომლის მოქალაქეები „ჰამასის“ ტერორისტებმა დახოცეს, ის ისრაელს ქადაგებას უკითხავს“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, სჯობს, გაერო-მ მძევლების გათავისუფლებასა და „ჰამასის“ დაგმობაზე იფიქროს.

„სჯობს, გაერო-მ ახლა ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობასა და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე“, - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ გაერო-ს მოუწოდა, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ვადის ღაზას ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის სამხრეთ ღაზაში ევაკუაცია განახორციელოს. გაერო-ში განმარტავენ, რომ საუბარია დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანზე და შეუძლებლად მიიჩნევენ ასეთი გადადგილების დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე განხორციელებას. გაეროში არსებობენ, რომ ისინი მოითხოვენ ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მომხდარი ტრაგედია შეიძლება კატასტროფულ ვითარებაში გადაიზარდოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება