მაღალი საპროცენტო სარგებელი - ტერაბანკმა ვადიან ანაბრებზე აქცია დაიწყო

ტერაბანკმა მომხმარებლებისთვის ვადიანი ტიპის ანაბრებზე აქცია დაიწყო. პირობები უცხოურ ვალუტაში გახსნილ ვადიანი ტიპის ანაბრებზე გავრცელდება და ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, აშშ დოლარში გახსნილ ანაბარზე 4.30%-მდე (ეფექტური 4.21%-მდე) სარგებელი მიიღოს, ევროს შემთხვევაში კი - 3.20%-მდე (ეფექტური 3.15%-მდე).

მაღალი საპროცენტო სარგებლის გარდა, აქციაში ჩართული მომხმარებლები იმ ბენეფიტებითაც ისარგებლებენ, რაც ზოგადად ტერაბანკის ვადიანი ტიპის ანაბრებზე მოქმედებს. დეპოზიტის თანხის მიხედვით, მათ Visa კლასიკი, Visa გოლდი ან Mastercard გოლდი გადაეცემათ და SMS დიჯიპასიანი ინტერნეტბანკიც უფასოდ გაუაქტიურდებათ.

„ტერაბანკის მომხმარებლებისთვის ვადიანი ტიპის ანაბრები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და, ამავდროულად, მოქნილი პროდუქტია. ჩვენთვის მომხმარებლების კმაყოფილება პრიორიტეტულია, ამიტომ მათ პოპულარულ პროდუქტებზე წამახალისებელ აქციებს პერიოდულად ვთავაზობთ. ვიმედოვნებთ, მიმზიდველი პირობებითა და მაღალი სარგებლით ამჯერადაც ბევრი მათგანი დაინტერესდება“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ამჟამად ტერაბანკი მომხმარებლებს ვადიანი ტიპის ანაბრების სახით ვადიან, ზრდად, Flex, საბავშვო ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატს სთავაზობს. დაინტერესებულ პირებს ვადიანი ტიპი ანაბრის გახსნა და, შესაბამისად, აქციაში ჩართვა როგორც დისტანციურად - ბანკის ვებგვერდზე, ინტერნეტ ან მობაილბანკით, ისე ტერაბანკის ფილიალებში სტუმრობით შეუძლიათ.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება