ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში ავიაიერიშები კიდევ 750 სამიზნეზე განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ღამით „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების კუთვნილ 750 სამიზნეზე ავიაიერიშები განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო 12 მრავალსართულიანი კოშკი, სადაც, ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, „ჰამასის“ აქტივები იყო განთავსებული.

სამხედროები ამბობენ, რომ მათ ასევე დაარტყეს „ჰამასის“ სამ ოპერატორს, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ნაღმმტყორცნებით ცეცხლის გახსნაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სხვა სამიზნეები მოიცავს გვირაბებს, სამხედრო შენაერთებს, ტერორისტული დაჯგუფებების წევრების რეზიდენციებს, რომლებიც გამოიყენება როგორც სამხედრო სამეთაურო ცენტრები, იარაღის შესანახი საწყობები და საკომუნიკაციო ოთახები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება