ხატია დეკანოიძე - 40 მუნიციპალიტეტში რეანიმობილი ხელმისაწვდომი არ არის, ქვეყანას მხოლოდ 22 რეანიმობილი ჰყავს - ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გამოწვევად რჩება

ქვეყნის 40 მუნიციპალიტეტში რეანიმობილი ხელმისაწვდომი არ არის, „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ (ე.წ. სასწრაფოს), ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 22 ერთეული რეანიმობილი ჰყავს, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელმაც ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ მათი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები წარმოადგინა.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, მრავალ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა დროულ სამედიცინო მომსახურებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ვერ იღებს და განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან დასახლებებს, სადაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

„მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ რეანიმობილები არ არის 40 მუნიციპალიტეტში (ვანი, ზესტაფონი, ჭიათურა, ხელვაჩაური, ხონი, ხობი, მესტია, ჩოხატაური, ქარელი, ქედა, ადიგენი, ასპინძა, წალენჯიხა, დმანისი, წყალტუბო, ნინოწმინდა, დუშეთი, რუსთავი, ხარაგაული, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ტყიბული, ხაშური, წალკა, დედოფლისწყარო, ცაგერი, საგარეჯო, თეთრიწყარო, ლანჩხუთი, დუშეთი, თიანეთი, ახმეტა, ონი, ახალქალაქი, ბორჯომი, კასპი, ჩხოროწყუ, მარნეული, ყვარელი). კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ (ე.წ. სასწრაფოს), ქვეყნის მასშტაბით 22 ერთეული რეანიმობილი ჰყავს.

ფაქტია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 22 ერთეული რეანიმობილი არის ძალიან მცირე ქვეყნის მასშტაბიდან და რელიეფიდან გამომდინარე. აღნიშნული 22 ერთეული რეანიმობილიდან, 2021 წელს „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ ოთხი მათგანი გადასცა იაპონიის საელჩომ . ასევე ცნობილია, რომ სასწრაფო სამსახურს ,,ჰეიდარ ალიევის ფონდმა’’ 2018 წელს გადასცა ერთი რეანიმობილი, რომელიც განთავსებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტში. 2023 წლის ივლისში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ლენტეხის მუნიციპალიტეტს აჩუქა ერთი რეანიმობილი. ამ პრობლემას სახელმწიფო უნდა აგვარებდეს და რეგიონებში რეანიმობილების არსებობა ცალკეული კომპანიებისა და პირების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მრავალ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს დროულ სამედიცინო მომსახურებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან დასახლებებს, სადაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა სერიოზულ პრობლემას უქმნის მოსახლეობას. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ცხადია, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ ჰყავს რეანიმობილი და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოძახება ხდება სხვა ქალაქიდან. არის შემთხვევები, როდესაც რეანიმობილის ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება, ეს კი უმეტეს შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს. ხშირად ადამიანები თავიანთი ძალებით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ მთავრობას, რომ მოხდეს დროული რეაგირება, რათა აღარ განმეორდეს სავალალო შედეგები”, - აღნიშნავენ „ევროოპტიმისტებში“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის