ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ღონისძიებას 80-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართული ღვინის წარდგენის მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო.

„საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია - Red Bridge-ის დირექტორმა, ღვინის ცნობილი მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ქვევრის, ისე ევროპული სტილით დაყენებული ექვსი დასახელების ქართული ღვინო.

ქართული ღვინის წარდგენას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

კომპანია Red Bridge-სთან ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა. შემდგომ წლებში, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ როგორც გამოფენებში - Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ასევე, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ გაიმართა, გამოფენამ, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება