ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკითაა დაკავებული, ოჩამჩირეში რუსეთის ბაზირებაზე დუმს და ოპოზიციასაც გაჩუმებას ურჩევს

„ქართული ოცნება“ რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკითაა დაკავებული, ოჩამჩირეში რუსეთის ბაზირებაზე დუმს და ოპოზიციასაც გაჩუმებას ურჩევს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის რუსეთის მცდელობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

„ახალი არ არის, როცა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურას რუსეთი იყენებს. ამის მცდელობა ჰქონდა, ექნება და გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ხისტი პასუხი არ იქნება ხელისუფლებისგან. იმის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ყველგან საერთაშორისო არენაზე აყენებდეს ამ საკითხს, ვხედავთ, რომ ჩუმად არის და კეკლუცობის პოლიტიკითაა რუსეთთან დაკავებული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ- ერთმა წარმომადგენელმა ოპოზიციას ურჩია გაჩუმება იმის ნაცვლად, რომ თვითონ დააყენონ საკითხი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება