„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯივიპის“ მიერ, მიცკევიჩის ქუჩაზე, 12 ოქტომბერს დაწყებული გადაერთებით სამუშაოებისთვის განსაზღვრული დრო გახანგრძლივდა. გადაერთებით სამუშაოების ადგილზე განთავსებულია მაღალი ძაბვის ელექტრო სადენები, რის გამოც აუცილებელი გახდა მუშაობის პროცესში უსაფრთხოების განსაკუთრებულად მაღალი ზომების დაცვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების აღდგენის დრო 13 ოქტომბრის 16:00 საათამდე გადაიდო. ჩვენი ტექნიკური ჯგუფები აქტიური, უწყვეტი რეჟიმით მუშაობენ, რათა წყალმომარაგების აღდგენა აღნიშნულ დროზე ადრე გახდეს შესაძლებელი.

„ამ დროისთვის წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზირს N14-16, მიცკევიჩის, ბურძგლას, ტანძიის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის, ცაგარელის და საირმის ქუჩებს; საირმის გორას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება