ირაკლი ბერაია - ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას განცხადებით, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს.

როგორც ბერაიამ თავდაცვის კომიტეტზე განაცხადა, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო პოლიტიკას აგრძელებს.

„მინდა, გამოვეხმაურო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული, უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი ობიექტის, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსებას, რაც წარმოადგენს როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგ, უხეშ დარღვევას, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, რაც აუარესებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და კიდევ უფრო მყიფეს ხდის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ ვართ ერთგული სამშვიდობო პოლიტიკის. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას. მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველო სწორედ ამ საზღვრებში იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა ბერაიამ.

გარდა ამისა, ბერაია ისრაელში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ებრაელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვხატო ისრაელის სახელმწიფოს და ჩვენი მოძმე ებრაელი ხალხის მიმართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ისრაელი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ტერორისტები იქნებიან განადგურებულები და ისრაელის მიწაზე დაისადგურებს მშვიდობა“,- განაცხადა ბერაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება