„ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში, ჰელსინკის ერთ-ერთ ისტორიულ საკონცერტო დარბაზში „თბილისის ჯაზის ბიგ-ბენდის“ კონცერტი გაიმართა

ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში, ჰელსინკის ერთ-ერთ ისტორიულ საკონცერტო დარბაზში „თბილისის ჯაზის ბიგ-ბენდის“ კონცერტი გაიმართა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას ფინეთის მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, შოუ ბიზნესისა და მედიის, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მუსიკოსებმა - დინი ვირსალაძემ, მარიკო ებრალიძემ, თემურ საჯაიამ ცნობილი ქართული და უცხოური კომპოზიციები შეასრულეს, რამაც აუდიტორიის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ასევე, კონცერტის დასასრულს, ჯაზ-კომპოზიცია შეასრულა, ფინეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა და მევიოლინემ, ვიტალი სამხარაძემ. კონცერტზე გაიხსენეს ქართული ჯაზის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თბილისის საპატიო მოქალაქე თამაზ (თათუზა) ყურაშვილი.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთში, ირაკლი ხუცურაული დამსწრე საზოგადოებას პირადად ესაუბრა უძველესი ქართული კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

ღონისძიება მეტად თბილ გარემოში ჩატარდა. სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით და კერძებით გაუმასპინძლდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება