მიხეილ სარჯველაძე - Mona.ge  დესტრუქციული გეგმის ნაწილია, რაზეც სუს-მა ისაუბრა - ფრთხილად იყვნენ ასეთი ინიციატივების კეთებისას, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გაჩენილი პრობლემებისთვის

Mona.ge დესტრუქციული გეგმის ნაწილია, რაზეც სუს-მა ისაუბრა - ფრთხილად იყვნენ ასეთი ინიციატივების კეთებისას, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გაჩენილი პრობლემებისთვის, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე რუსეთის გავლენასთან ბრძოლის მიზნით პლატფორმას, სახელწოდებით mona.ge აფუძნებენ.

სარჯველაძე აცხადებს, რომ მათი მიზანი დაძაბულობის შექმნაა.

„თუ ასეთი ინიციატივა გულწრფელად აქვთ, ზოგ-ზოგიერთმა თავიანთი ფოტოსურათის გამოქვეყნებით დაიწყონ ასეთი პორტალის კეთება. რასაკვირველია, აბსოლუტურად თვალსაჩინოა დამთხვევა და ის, რომ არაგულწრფელია ეს ინიციატივა. ეს არის კონკრეტული დესტრუქციული გეგმის ნაწილი, რაზეც ისაუბრა სუს-მა. ვეცდები, ავხსნა, რაში მდგომარეობს კვალი და კორელაცია. მათ სურვილი აქვთ, რომ დაძაბულობა შექმნან, ყოფითი ურთიერთობის დონემდე დაიყვანონ კონფრონტაცია ადამიანებს შორის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს მშვიდობა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და კორექტულობას არ უნდა სცდებოდეს. საგანგებოდ მინდა მოვუწოდო ყველას, იყვნენ ფრთხილად ასეთი ინიციატივების კეთებისას, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ბევრი გაჩენილი პრობლემის გამო, რომელიც შეიძლება შეიქმნას ამ თვალსაზრისით! ასე რომ, მოწოდება იქნება, გნებავთ, თხოვნა დავარქვათ ან მოთხოვნა - ყველა იყოს ფრთხილად როცა ასეთ უპასუხისმგებლო ინიციატივებს „აპრომოუტირებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება