ირაკლი კობახიძე - ოპტიმისტურად ვართ განწყობილი აშშ-ის ახალი ელჩის მიმართ, იმედი გვაქვს, აღარ მოხდება ექსტრემიზმის წახალისება, „კანვასის“ მსგავსი ტრენინგების დაფინანსება და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა

ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი ახალი ელჩის მიმართ და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ აღარ მოხდება ექსტრემიზმის წახალისება, „კანვასის“ მსგავსი ტრენინგების დაფინანსება, ექსტრემისტული პარტიების და ე.წ. ახალგაზრდული მოძრაობების მხარდაჭერა, მოსამართლეებზე ზეწოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ელჩის პირობებში წარსულს ჩაბარდება ის პრობლემები, რომლებმაც თავი კელი დეგნანის მუშაობის პროცესში გამოიკვეთა.

„ახალ ელჩთან დაკავშირებით პირადად ჩემი მოლოდინები არის ოპტიმისტური. თქვენ გახსოვთ, რომ პრობლემები იყო წინა ელჩის პირობებში. ბოლო შემთხვევა ნახეთ თქვენ „კანვასის“ დაფინანსება, რომელიც პირდაპირ ატარებდა ტრენინგს ძალადობრივ რევოლუციასთან დაკავშირებით, იქამდე იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობა, იყო ბაკურიანის ცნობილი შეკრება, იყო ექსტრემისტების მიმართ მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ყველაფერი ჩაბარდება წარსულს. რა თქმა უნდა, ერთ ელჩს არ შეუძლია იმ ხანგრძლივი პარტნიორობისთვის ჩრდილის მიყენება, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ელჩის პირობებში პარტნიორობა არა თუ არ შესუსტდება, არამედ გაღრმავდება“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე განმარტა გუშინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თქმითაც „ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის დაფინანსება“.

კობახიძის თქმით, ამ განცხადების ადრესატი არა ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ, ყოფილი ელჩი კელი დეგნანი იყო.

„ელჩი უწყობდა ხელს ამას, კელი დეგნანი არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, კელი დეგნანი არის კელი დეგნანი და რა თქმა უნდა, ერთმა ელჩმა არ შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომელიც ითვლის 30 წელს. ერთმა ელჩმა არ შეიძლება ამას შეუქმნას სერიოზული პრობლემა. უფრო მეტიც, ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი ახალი ელჩის მიმართ და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერს შემოატრიალებს ახალი ელჩი, აღარ მოხდება ექსტრემიზმის წახალისება, აღარ მოხდება „კანვასის“ მსგავსი ტრენინგების დაფინანსება, ექსტრემისტული პარტიების და ე.წ. ახალგაზრდული მოძრაობების მხარდაჭერა, მოსამართლეებზე ზეწოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა. იმედი გვაქვს, რომ ეს აღარ მოხდება ახალი ელჩის პირობებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს