„გამარჯვების კოალიციის“ დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პარიზში იმყოფება

„გამარჯვების კოალიციის” ლიდერები გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში იმყოფებიან.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, მმართველი პარტიის, „რენესანსის“ დეპუტატთან, ბენჟამინ ჰადადდთან გამართეს.

„მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში რეფორმებისა და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი, ორმხრივი თანამშრომლობისა და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. ასევე ემანუელ მაკრონის პარტიასა და „გამარჯვების კოალიციას“ შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ბოლოს, გიორგი ვაშაძემ ბენჟამინ ჰადადს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირსა და ნატო-შია, რაც საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტს წარმოადგენს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება