ალეკო ელისაშვილი - „ქართულ ოცნებას“ უნდა ახსოვდეს, რომ ასეთივე მონდომებით ემეგობრებოდა ვიქტორ ორბანი „ნაციონალურ მოძრაობას“, ამდენად, მთლად ორბანის გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან

„ქართულ ოცნებას” უნდა ახსოვდეს, რომ ასეთივე მონდომებით ემეგობრებოდა ვიქტორ ორბანი “ნაციონალურ მოძრაობას”, ის სიტყვით “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზეც კი გამოვიდა - ამდენად, მთლად ორბანის გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან! - ეს განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილის თქმით, ცუდია, რომ ვიქტორ ორბანის გარდა, “ქართულ ოცნებას” არც ერთი სხვა რეალური მხარდამჭერი არ ჰყავს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ახსოვდეს, რომ ასეთივე მონდომებით ემეგობრებოდა ვიქტორ ორბანი „ნაციონალურ მოძრაობას, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზეც კი გამოვიდა, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" გაქცეული და ძებნილი ლიდერები შეიფარა. ცუდია, რომ ევროკავშირში მოკავშირედ მხოლოდ ორბანი ჰყავთ მიჩნეული. ევროკავშირში კიდევ 26 ქვეყანაა, რომელთა ლიდერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ასე გულითადად განწყობილნი არ არიან. ცალკე საკითხია, რამდენად დასაჯერებელია ორბანის გულითადობა - იმ კაცის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით არის გამოსული“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება