ნიდერლანდებში საერთაშორისო დიასპორული პროექტი „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“ გაიმართება

2023 წლის 10-13 ნოემბერს ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, გაიმართება საერთაშორისო დიასპორული პროექტი - „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების წევრები 10-მდე ქვეყნიდან, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში და მის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული აქტივობა, მათ შორის:

  • ვიზიტი ტექსელის ავიაციისა და ომის მუზეუმში, სადაც წარმოდგენილია ტექსელის ავიაციის ისტორია, ტექსელის მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება და 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყებისადმი მიძღვნილი სპეციალური ექსპოზიციის დათვალიერება;
  • პროექტის - „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალის დადგმა“ - ფარგლებში შექმნილი მემორიალური მონუმენტის მონახულება. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრთან პარტნიორობით აქტიურად იყო ჩართული თავად ტექსელის მერია. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია თიკა სვანიძე ვენკო;
  • თიკა სვანიძე ვენკოს ბესტსელერის, ბიოგრაფიული რომანის - „ქალი სხვა სამყაროდან“ - პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგენს ორ ქვეყანას, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ურღვევი მეგობრობის დასტურს;

  • კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით შექმნილი გამოფენის - „ნიდერლანდების სამეფო - რას მოგვითხრობენ ქართული ხელნაწერები?“ წარდგენა;
  • პროექტის ფარგლებში გამოიფინება ქართულ-აფხაზური საერთო წარსულის დამადასტურებელი უნიკალური ხელნაწერი, მოქვის სახარება;
  • ღვინის დეგუსტაციის გამოცდილება - „Texel“, TSV Estate Winery-ის სპეციალური გამოშვების ღვინო, რომელიც თვალსაჩინოს ხდის საქართველოში ღვინის კულტურის 8000 წელზე მეტ ხნიან ისტორიას;
  • შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობები, მათ შორის კალიგრაფიის მასტერკლასები, რომლებიც წარმოაჩენს ქართული ანბანის უნიკალურობას.
  • ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები მაყურებელს საშუალებას მისცემს, ეზიაროს იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურის ძეგლებს;

  • თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციისათვის პირველი ქართული საერთაშორისო თეატრალური სტუდია ,,დაბრუნების" ოფიციალური პარტნიორი თეატრალური სტუდია ,,არტ-პლაზას" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ ხიზანიშვილის მასტერკლასი მსახიობის ოსტატობაში, სადადგმო კულტურაში, რეჟისურის საფუძვლებსა და მეტყველების კულტურაში;
  • ქართველ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ შორის, ქართული ღვინის წარდგენა, ქართული ჩაის წარდგენა - TEANATEA, სამკაულის კოლექცია „GOLDEN FLEECE BY TINATIN”, ქართული სუფრა - Supra By TSV და სხვა;
  • კუნძულ ტექსელზე შეკრებილი საზოგადოებისთვის ტურისტული კომპანია TIKATOURS-ის ტურისტული შეთავაზებების წარდგენა და ტურისტული პოტენციალის გაცნობა.
  • ლექცია თემაზე “რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ქართული მხარის კულტურულპოლიტიკური ურთიერთობა უახლესი მონაცემებით"- რომელსაც წაიკითხავს დიასპორების ალიანსი საქარველოსთვის წევრი და სამაჩაბლოს მხარის წარმომადგენელი - მაკა მიდოდაშვილი

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას ნიდერლანდების სამეფოში და გააღრმავებს კავშირებს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. ღონისძიებები ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - ფარგლებში. პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები არის ორი ქვეყნის, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობისა და საერთო კულტურულ-ისტორიული წარსულის ნათელი გამოხატულება. პროექტის მიზანი სწორედ ამ კავშირებისა და მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამყარება და გაძლიერებაა.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო